ავტორიზაცია

ლიონი შესაძლოა პეტერ ბოშმა ჩაიბაროს

ლიონი შესაძლოა პეტერ ბოშმა ჩაიბაროს
თარიღი 28 მაი 2021, 22:20

რუდი გარსიას წასვლის შემდეგ, "ლიონი" ახალი მთავარი მწვრთნელის ძიებას აგრძელებს.

RMC-ს ინფორმაციით, ერთ-ერთი კანდიდატი პეტერ ბოშია, რომელიც ამჟამად უმუშევარია. აქამდე, მას "აიაქსი" და "ლევერკუზენი" გაუწვრთნია.

2020/21 წლების სეზონში "ლიონმა" საფრანგეთის ჩემპიონატში მე-4 ადგილი დაიკავა და მომდევნო სეზონში ევროპა ლიგაზე იასპარეზებს.

აგრეთვე, "ლიონი" კრისტოფ გალტიესა, რომელმაც "ლილიდან" წასვლა დაადასტურა და "ბენფიკას" თავკაც ჟორჟე მენდეშის მიწვევის ვარიანტებსაც განიხილავს.