ლიონი შესაძლოა პეტერ ბოშმა ჩაიბაროს
რუდი გარსიას წასვლის შემდეგ, "ლიონი" ახალი მთავარი მწვრთნელის ძიებას აგრძელებს.
RMC-ს ინფორმაციით, ერთ-ერთი კანდიდატი პეტერ ბოშია, რომელიც ამჟამად უმუშევარია. აქამდე, მას "აიაქსი" და "ლევერკუზენი" გაუწვრთნია.
2020/21 წლების სეზონში "ლიონმა" საფრანგეთის ჩემპიონატში მე-4 ადგილი დაიკავა და მომდევნო სეზონში ევროპა ლიგაზე იასპარეზებს.
აგრეთვე, "ლიონი" კრისტოფ გალტიესა, რომელმაც "ლილიდან" წასვლა დაადასტურა და "ბენფიკას" თავკაც ჟორჟე მენდეშის მიწვევის ვარიანტებსაც განიხილავს.