ავტორიზაცია

ალეგრის იუვენტუსში კიელინის შენარჩუნება უნდა

ალეგრის იუვენტუსში კიელინის შენარჩუნება უნდა
თარიღი 28 მაი 2021, 22:22

"იუვენტუსის" მცველი, ჯორჯო კიელინი სავარაუდოდ კლუბთან კონტრაქტს გაახანგრძლივებს, იუწყება ჟურნალისტი, ფაბრიციო რომანო.

გავრცელებული ცნობით, 36 წლის იტალიელი ტურინულ გრანდში კიდევ ერთ სეზონს გაატარებს.

როგორც აღინიშნება, "ბებერი ქალბატონის" ახალ მთავარ მწვრთნელს, მასიმილიანო ალეგრის გამოცდილი უკანახაზელი სჭირდება.

აქამდე დაიწერა, რომ კიელინით მლს-ის კლუბი ინტერესდება - "ცინცინატი".

2020/21 წლების სეზონში ჯორჯომ "იუვენტუსის" მაისურით 25 მატჩი ჩაატარა და 2 შედეგიანი პასი გააკეთა.