ავტორიზაცია

მანჩესტერ იუნაიტედმა შეიძლება დე ხეა ობლაკში გაცვალოს

მანჩესტერ იუნაიტედმა შეიძლება დე ხეა ობლაკში გაცვალოს
თარიღი 28 მაი 2021, 22:29

"მანჩესტერ იუნაიტედი" მზად არის ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე გოლკიპერ დავიდ დე ხეას შეელიოს.

The Sun-ის ინფორმაციით, ინგლისურ კლუბს ესპანელის "ატლეტიკოს" მეკარე იან ობლაკში გაცვლა სურს.

დე ხეა "მანჩესტერ იუნაიტედში" 2011 წლიდან ირიცხება, სადაც სწორედ "როხიბლანკოდან" გადავიდა. მოქმედი კონტრაქტის ვადა მას 2023 წელს ეწურება.

რაც შეეხება ობლაკს, სლოვენიელი "ატლეტიკოში" 2014 წელს "ბენფიკადან" გადაბარგდა. მოქმედი კონტრაქტის ვადა მას 2023 წელს ეწურება.