ავტორიზაცია

სანჩო და კიდევ 3 ტოპ-ფეხბურთელი, რომელთა ხილვაც სოლსკიაერს მანჩესტერ იუნაიტედში სურს

სანჩო და კიდევ 3 ტოპ-ფეხბურთელი, რომელთა ხილვაც სოლსკიაერს მანჩესტერ იუნაიტედში სურს
თარიღი 28 მაი 2021, 23:04

"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარ მწვრთნელს, ოლე-გუნარ სოლსკიაერს გუნდის გაძლიერება სურს, წერს ცნობილი გამოცემა The Guardian.

48 წლის სპეციალისტს ცენტრალური მცველის, ნახევარმცველის, შემტევი ნახევარმცველისა და "ცხრიანის" პოზიციის გაძლიერება უნდა.

სოლსკიაერის პრიორიტეტულ სამიზნეთა სიაში შედიან პაუ ტორესი ("ვილიარეალი"), დეკლან რაისი ("ვესტ ჰემი"), ჯეიდონ სანჩო ("დორტმუნდი") და ჰარი კეინი ("ტოტენჰემი").

"ეშმაკუნების" თავკაცს ესმის, რომ ოთხი ტოპ-ფეხბურთელის დამატება პრაქტიკულად არარეალურია, იმის გათვალისწინებით, რომ საერთო ჯამში კლუბს ამ ტრანსფერებში 300 მილიონი ფუნტის დახარჯვა. ჩამოთვლილი მოთამაშეებიდან ყველაზე რეალური სანჩოს შეძენაა, ხოლო კეინის ტრანსფერი ყველაზე ნაკლებად სავარაუდოა.

გასულ ზაფხულს "ემიუ" საერთო ჯამში სანჩოს ტრანსფერში 250 მილიონი ევროს დახარჯვას გეგმავდა, ხელფასისა და სააგენტო გადასახადების ჩათვლით. "ვესტ ჰემი" რაისის სანაცვლოდ 100 მლნ ფუნტს მოითხოვს, ტორესს კი 30 მილიონ ევროდ აფასებენ.

აგრეთვე, "მანჩესტერ იუნაიტედი" "რეალის" მცველ რაფაელ ვარანისადმი იჩენს ინტერესს, ამ უკანასკნელის სატრანსფერო ფასი დაახლოებით 60 მილიონი ფუნტია.

"ფეხბურთის ცოცხალი ენციკლოპედიაა", - სოლსკიაერმა აღიარა, კონკრეტულად რა ისწავლა ფერგიუსონისგან