ავტორიზაცია

დავიდ ალაბას პირველი განცხადება რეალში გადასვლის შემდეგ

დავიდ ალაბას პირველი განცხადება რეალში გადასვლის შემდეგ
თარიღი 28 მაი 2021, 23:25

"რეალის" ახალწვეულმა, დავიდ ალაბამ მადრიდულ გრანდში გადასვლაზე პირველი განცხადება გააკეთა.

"ერთი განსაკუთრებული კლუბიდან მეორე განსაკუთრებულ კლუბში გადავედი. ბედნიერი ვარ, ჩემთვის დიდი პატივია ის, რომ "რეალს" შევუერთდი", - წერს სოციალურ ქსელში ავსტრიელი.

"მიუნხენში გატარებული ამდენი წლის შემდეგ, ახალ გამოწვევებს ვიღებ. ყველაფერს გავაკეთებ, რათა კლუბის განსაკუთრებული ისტორიის წერა განვაგრძო".

"სულმოუთქმელად ველოდები, როდის ჩავატარებ მადრიდში თეთრი მაისურით გულშემატკივრების წინაშე ჩემს პირველ მატჩს. დარწმუნებული ვარ, ეს თავგადასავალი წარმატებული იქნება", - დასძინა 28 წლის უკანახაზელმა.

გამოცდილმა მცველმა "რეალთან" 5-წლიანი ხელშეკრულება გააფორმა, მისი წლიური ანაზღაურება კი 12 მილიონი ევრო იქნება.

მოგეხსენებათ, ალაბა "ბაიერნის" ღირსებას 2010 წლიდან იცავდა. გასულ სეზონში დავიდმა ყველა ტურნირზე ერთად 45 მატჩი ჩაატარა, 2 გოლი გაიტანა და 7 შედეგიანი გადაცემა გააკეთა.

ოფიციალურად: დავიდ ალაბა რეალის ფეხბურთელია