ავტორიზაცია

"გაკვირვებული ვკითხულობ, რომ ნაკრებს არ ვჭირდები", - ხამესის ემოციური განცხადება

"გაკვირვებული ვკითხულობ, რომ ნაკრებს არ ვჭირდები", - ხამესის ემოციური განცხადება
თარიღი 29 მაი 2021, 10:37

"ევერტონის" 29 წლის ნახევარმცველმა, ხამეს როდრიგესმა ცუდი ფორმის გამო კოპა ამერიკისთვის კოლუმბიის ნაკრების განაცხადს მიღმა დარჩენაზე კომენტარი გააკეთა.

"ახლა აღდგენითი პროცესების დასკვნით ეტაპზე ვიმყოფები. საკმარისი დრო დავხარჯე იმისათვის, რათა სრულფასოვან ვარჯიშს დავბრუნებოდი. მზად ვიყავი ნაკრებს შეკრების მეშვიდე დღესვე დავხმარებოდი და კოპა ამერიკაზე მონაწილეობა მიმეღო".

"ნაცვლად ამისა, გაკვირვებული ვკითხულობ სამწვრთნელო შტაბის განცხადებას იმის შესახებ, რომ არ ვჭირდები და სრულ გამოჯანმრთელებას მისურვებს. გამოჯანმრთელებას, რომელიც უკვე წარსულს ჩაბარდა და ბევრი რამ გავიღე მსხვერპლად".

"ეს განცხადება ჩემში ღრმა იმედგაცრუებას იწვევს, რადგან ნაკრებში თამაში ჩემთვის დიდ როლს თამაშობს. სამწვრთნელო შტაბის ნდობის არქონა ყველაფერს აფუჭებს და უდიდეს ტკივილს მაყენებს, რადგან კოლუმბიის ნაკრების მაისურით ყოველთვის ბოლომდე ვიხარჯები".

"თანაგუნდელებსა და გუნდს წარმატებებს ვუსურვებ. ყოველთვის გიგულშემატკივრებთ", - წერს ხამესი სოციალურ ქსელში.

ოფიციალურად: ხამესი კოლუმბიის ნაკრებიდან გაუშვეს და კოპა ამერიკას გამოტოვებს