ავტორიზაცია

"დიდ შეცდომას დაუშვებთ", - კარაგერმა უეფას თხოვნით მიმართა

"დიდ შეცდომას დაუშვებთ", - კარაგერმა უეფას თხოვნით მიმართა
თარიღი 29 მაი 2021, 10:45

"ლივერპულის" ყოფილი ფეხბურთელის, ჯეიმი კარაგერის აზრით, უეფა დიდ შეცდომას დაუშვებს, თუ სტუმრად გატანილი გოლის წესს გააუქმებს.

"ევროპაში სტუმრად გატანილი გოლის წესი თამაშებს უფრო მიმზიდველს ხდის. უეფა, გთხოვთ, წაიკითხოთ თემა ომარ ჩოდჰურის (ანალიტიკური კომპანია Twenty First Group-ის ხელმძღვანელი) გვერდზე, რომელმაც დაასახელა მიზეზები იმისა, თუ რატომ იქნება ეს გადაწყვეტილება დიდი შეცდომა", - ამბობს ვეტერანი ინგლისელი.

შეგახსენებთ, გუშინ, 28 მაისს, უეფას კლუბების კონკურენციის კომიტეტმა ევროთასებზე სტუმრად გატანილი გოლის წესის სრულად გაუქმების შესახებ გადაწყვეტილება მიიღო. სხდომაზე, რომელიც პორტუგალიის ქალაქ პორტუში გაიმართა, უეფამ იცოდა, რომ ამ წესის გაუქმებასთან დაკავშირებით კლუბებისგან სრული მხარდაჭერა აქვს. ცვლილებები ძალაში უეფას მმართველი კომიტეტის თანხმობის შემდეგ შევა.

სტუმრად გატანილი გოლის წესი 56 წელიწადია მოქმედებს, მისი მიხედვით ევროთასების ორმატჩიანი დაპირისპირებისას თანაბარი ანგარიშის დროს მომდევნო ეტაპზე ის გუნდი გადის, რომელსაც სტუმრად უფრო მეტი გოლი აქვს გატანილი.

ისე ახლოს, როგორც არასდროს — უეფამ შესაძლოა სტუმრად გატანილი გოლის წესი სრულად გააუქმოს!