ავტორიზაცია

ნაპოლის ახალი მთავარი მწვრთნელის ვინაობა გარკვეულია — ფაბრიციო რომანო

ნაპოლის ახალი მთავარი მწვრთნელის ვინაობა გარკვეულია — ფაბრიციო რომანო
თარიღი 29 მაი 2021, 11:14

"ნაპოლის" მთავარი მწვრთნელის პოსტზე ლუჩანო სპალეტის დანიშნავენ, იტყობინება გავლენიანი ჟურნალისტი, ფაბრიციო რომანო.

62 წლის სპეციალისტი ნეაპოლელებთან 2-წლიან კონტრაქტს მოაწერს ხელს და გუნდში 2023 წლამდე დარჩება.

სპალეტი ჯენარო გატუზოს შეცვლის, რომელმაც 2020/21 წლების სეზონის დასრულების შემდეგ "ფიორენტინა" ჩაიბარა.

ბოლოს ლუჩანო "ინტერში" მუშაობდა, საიდანაც 2019 წლის მაისში წავიდა. აგრეთვე, მას "ემპოლი", "სამპდორია", "უდინეზე", "ზენიტი" და "რომა" გაუწვრთნია.

გასულ სეზონში "ნაპოლიმ" სერია ა-ს სატურნირო ცხრილში მე-5 ადგილი დაიკავა და ჩემპიონთა ლიგის საგზურის გარეშე დარჩა.

ოფიციალურად: ნაპოლიდან გათავისუფლების შემდეგ, გატუზო ახალ კლუბში დაინიშნა