მოურინიოს რომაში რონალდუს მიწვევა სურს
"რომას" მთავარ მწვრთნელს, ჟოზე მოურინიოს რომაელთა რიგებში "იუვენტუსის" თავდამსხმელ კრიშტიანუ რონალდუს ხილვა უნდა, წერს La Gazzetta dello Sport.
გავრცელებული ინფორმაციით, პორტუგალიელ სპეციალისტს სურს, რომ პორტუგალიელი სუპერვარსკვლავი მის კლუბს ზაფხულში შეუერთდეს.
მიუხედავად ამისა, არსებობს ერთი დაბრკოლება, რომელიც კრიშტიანუს ხელფასია - იგი წლიურად 31 მილიონ ევროს გამოიმუშავებს.
რონალდუს მოქმედი კონტრაქტის ვადა "ბებერ ქალბატონთან" 2022 წლის ზაფხულში ეწურება.