ავტორიზაცია

ბელერინი შესაძლოა არსენალიდან ბეტისში გადავიდეს

ბელერინი შესაძლოა არსენალიდან ბეტისში გადავიდეს
თარიღი 29 მაი 2021, 11:44

"არსენალის" მცველმა, ექტორ ბელერინმა კარიერა შესაძლოა ესპანეთში გააგრძელოს.

როგორც ABC de Sevilla იტყობინება, 26 წლის ესპანელის დამატებით "ბეტისია" დაინტერესებული.

ბელერინს მოქმედი კონტრაქტის ვადა ორ წელიწადში ეწურება, თუმცა "მეთოფეთა" მთავარ მწვრთნელ მიკელ არტეტას იგი არ სჭირდება, ამიტომაც მზად არის ზაფხულში გუნდიდან წავიდეს.

ამ სეზონში ბელერინმა ყველა ტურნირზე ერთად 35 მატჩი ჩაატარა, 1 გოლი გაიტანა და 4 ასისტი გააკეთა.