ავტორიზაცია

პსჟ რომადან ფლორენცის კონტრაქტს არ შეისყიდის

პსჟ რომადან ფლორენცის კონტრაქტს არ შეისყიდის
თარიღი 29 მაი 2021, 11:50

"პსჟ"-მ "რომას" მცველის, ალესანდრო ფლორენცის კონტრაქტის შესყიდვა იუარა, იუწყება ჟურნალისტი, ფაბრიციო რომანო.

არსებული ინფორმაციით, 30 წლის იტალიელი პარიზელთა სამომავლო გეგმებში არ შედის.

როგორც აღინიშნება, "პსჟ" "ინტერის" მცველის, აშრაფ ჰაკიმის დამატებას ცდილობს და მის სანაცვლოდ "ნერაძური" 60 მილიონ ევროს ითხოვს.

ფლორენცი 2020/21 წლების სეზონში "პსჟ"-ს ღირსებას იჯარით იცავდა. ამ დროის განმავლობაში მან 36 მატჩი ჩაატარა, 2 გოლი გაიტანა და 1 შედეგიანი პასი გააკეთა.