ავტორიზაცია

ლა ლიგაში მაისის თვის საუკეთესო ფეხბურთელი დაასახელეს

ლა ლიგაში მაისის თვის საუკეთესო ფეხბურთელი დაასახელეს
თარიღი 29 მაი 2021, 11:53

"ატლეტიკოს" მეკარე, იან ობლაკი ესპანეთის ჩემპიონატში მაისის თვის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს.

გასულ თვეში 28 წლის სლოვენიელმა 18 სეივი განახორციელა და საკუთარი კარი მშრალად 5-დან ორ შეხვედრაში შეინახა.

გამოკითხვაში ობლაკმა ბორხა იგლესიასს ("ბეტისი"), კარლოს სოლერს ("ვალენსია"), კაზემიროს ("რეალი"), ხერარდ მორენოს ("ვილიარეალი"), ხოსელუსა ("ალავესი") და სანტი მინას ("სელტა") აჯობა.

მოგეხსენებათ, 2020/21 წლების სეზონში "ატლეტიკო" ესპანეთის ჩემპიონი გახდა.