ავტორიზაცია

მანჩესტერს სანჩოს ფასი შეუთვალეს - რას აპირებს იუნაიტედი?

მანჩესტერს სანჩოს ფასი შეუთვალეს - რას აპირებს იუნაიტედი?
თარიღი 29 მაი 2021, 16:03

ახალი ამბავი არ არის, რომ "მანჩესტერ იუნაიტედი" არ კარგავს დორტმუნდის "ბორუსიას" შემტევის, ჯეიდონ სანჩოსადმი ინტერესს.

Sport1.de-ს თანახმად, "შავ-ყვითლები" არ არიან ინგლისელი ვინგერის გაყიდვის წინააღმდეგები, თუმცა მინიმუმ 90 მილიონ ევროდ.

"წითელი ეშმაკებისთვის" აღნიშნული ფასი მიუღებელია და ისე როგორც წინასეზონებში, კლუბი ფასის დაკლებას ცდილობს.

რაც შეეხება თავად "ფუტკრების" გარემარბის პოზიციას, ის "მანკუნიანელების" შემადგენლობაში გადასვლის წინააღმდეგი არ არის.

შეგახსენებთ, ვესტფალიელთა შვიდიანი ბუნდესლიგაში თამაშობს 2017 წლიდან და ამ დროის განმავლობაში მან 137 შეხვედრაში 50 გოლი გაიტანა.

დიდი სატრანსფერო სამკუთხედი იუვენტუსის, პსჟ-სა და მანჩესტერის მონაწილეობით

სანჩო და კიდევ 3 ტოპ-ფეხბურთელი, რომელთა ხილვაც სოლსკიაერს მანჩესტერ იუნაიტედში სურს