ავტორიზაცია

"მოიშორე რონალდუ!", - სკანდალური ფრაზა, რომელიც ალეგრიმ იუვენტუსის პრეზიდენტს გუნდიდან წასვლის წინ უთხრა

"მოიშორე რონალდუ!", - სკანდალური ფრაზა, რომელიც ალეგრიმ იუვენტუსის პრეზიდენტს გუნდიდან წასვლის წინ უთხრა
თარიღი 29 May 2021, 20:04

2021 წლის 13 აპრილს, იტალიურმა გამოცემა La Repubblica-მ საინტერესო ინფორმაცია გამოაქვეყნა.

როგორც ავტორიტეტული გაზეთისთვის გახდა ცნობილი, 2019 წელს, „იუვენტუსიდან“ წასვლის წინ, მასიმილიანო ალეგრიმ, გუნდის პრეზიდენტ ანდრეა ანიელის საინტერესო რჩევა მისცა.

სკუდეტოს მოგების მიუხედავად, ალეგრიმ ჩემპიონთა ლიგაზე მორიგი წარუმატებლობა იწვნია და „აიაქსთან“ გავარდა, რაც იტალიელს არ აპატიეს და გუნდიდან გაუშვეს.

„მოიშორე რონალდუ! ის კლუბს და კონკრეტულად გუნდს, ზრდის საშუალებას არ აძლევს. ამჟამად ის მთავარი პრობლემაა.“ - უთხრა ალეგრიმ პრეზიდენტს ფეხბურთელზე, რომელსაც იმდროისთვის „იუვეში“ მხოლოდ ერთი სეზონი ჰქონდა გატარებული.

საინტერესოა, რომ ახლაც ბევრი იწერება იმაზე, თითქოს რონალდუ ალეგრის გეგმებში არ შედის და დიდი ალბათობით, პორტუგალიელი შემდეგი ტურინულ გუნდს ამ ზაფხულსვე დატოვებს, „იუვენტუსის“ ძველი ახალი მწვრთნელის ახალი პროექტის მთავარი სახე კი პაულო დიბალა გახდება.

ალეგრის გაშვების შემდეგ, „იუვენტუსში" მაურიციო სარიმ და ანდრეა პირლომ მოასწრეს თითო-თითო სეზონის გატარება.

მასიმილიანო ალეგრის დაბრუნება „იუვემ" ოფიციალურად გუშინ, 28 მაისს დაადასტურა - მაქსმა გუნდთან 4-წლიანი კონტრაქტი გააფორმა, მისი წლიური ხელფასი კი 9 მილიონი ევრო იქნება.