74 წლის შემდეგ პირველად - ცნობილი გახდა მესამე გუნდი, რომელიც პრემიერ ლიგაში აღზევდა
აქამდე, ინგლისის პრემიერ ლიგაში ოფიციალურად მხოლოდ ორი გუნდი იყო გადმოსული.
„ნორვიჩმა“ და ქართველებისთვის კარგად ნაცნობი ჩისკოს „უოტფორდმა“ პრემიერ ლიგის საგზური დიდი ხნის წინ გაინაღდეს, მესამე ბილეთი კი პლეი-ოფების მეშვეობით უნდა გარკვეულიყო.
დღეს საბოლოოდ გაირკვა იმ მესამე გუნდის ვინაობა, რომელიც მომავალ სეზონში პრემიერ ლიგაში ითამაშებს - ეს იქნება „ბრენტფორდი“, რომელიც ინგლისის უმაღლეს დივიზიონში 74 წლის შემდეგ პირველად გადმოვიდა.
პლეი-ოფები ინგლისურ ჩემპიონშიპში 3-დან მე-6 ადგილზე გასულ გუნდებს შორის თამაშდება და ფინალში ერთმანეთს მესამეადგილოსანი „ბრენტფორდი“ და მეოთხეადგილოსანი „სუონსი“ დაუპირისპირდნენ.
გადამწყვეტ შეხვედრაში „ბრენტფორდმა“ „სუონსის“ 2:0 მოუგო და პრემიერ ლიგაში ოფიციალურად გადმოვიდა.
რაც შეეხება სამ გუნდს, რომელიც ინგლისის პრემიერ ლიგიდან გავარდა და მომავალ წელს ჩემპიონშიპში ითამაშებენ - ესენი არიან „შეფილდ იუნაიტედი“ „ვესტ ბრომვიჩი“ და „ფულემი“.