ავტორიზაცია

"სრულიად ირაციონალური იდეაა, რომლის განხორციელებაც შეუძლებელია", - უეფას პრეზიდენტი ფიფას იდეას დაუპირისპირდა

"სრულიად ირაციონალური იდეაა, რომლის განხორციელებაც შეუძლებელია", - უეფას პრეზიდენტი ფიფას იდეას დაუპირისპირდა
თარიღი 29 მაი 2021, 21:23

უეფას პრეზიდენტმა, ალექსანდერ ჩეფერინმა, მსოფლიო ჩემპიონატის ყოველ ორ წელიწადში ჩატარების იდეაზე საკუთარი მოსაზრება გამოთქვა.

ასეთი საკითხი რომ ფიფას დღის განრიგში ნამდვილად დგას - ეს მისმა პრეზიდენტმა, ჯანი ინფანტინომაც დაადასტურა. თუმცა, უეფას პრეზიდენტი, ჩეფერინი მას კატეგორიულად ეწინააღმდეგება.

„ეს არის შეუძლებელი, სრულიად ირაციონალური იდეაა. 2022 წლის შემდეგ, შემდეგი მსოფლიო ჩემპიონატი 2026-ში გაიმართება, ევრო კი 2028-ში. თუ 2028-ში მსოფლიო ჩემპიონატი იქნება, მაშინ ევროპული გუნდები მასში მონაწილეობას ვერ მიიღებენ.

სამხრეთამერიკულ ნაკრებებს საკუთარი კოპა ამერიკა აქვთ, ასე რომ მუნდიალზე ისინიც ვერ ითამაშებენ. ეს ჯერ კიდევ მსოფლიო ჩემპიონატი გამოდის? სრულიად ირაციონალური იდეაა. არ ვიცი, რაში გვჭირდება ეს. თუ ვინმეს შეუძლია ნორმალურად დამისაბუთოს - მზად ვარ მოვისმინო.

თუმცა, ამჟამინდელი კალენდარით, ეს უბრალოდ შეუძლებელია. წარმოიდგინეთ, როგორი იქნება ფეხბურთელებისთვის ყოველწელს ერთთვიანი ტურნირის ჩატარება. დატვირთული კალენდარის გამო, მათი ტრავმების რაოდენობა ახლაც გაზრდილია. ეს არის პოლიტიკური ნაბიჯია, რომელსაც რეალური მხარდაჭერა არ გააჩნია.“ - ციტირებს ჩეფერინის სიტყვებს Record.