ავტორიზაცია

ჯოვინო სათამაშოდ მზადაა! - რა შემთხვევაში დარჩება ბრაზილიელი ბათუმის დინამოში?

ჯოვინო სათამაშოდ მზადაა! - რა შემთხვევაში დარჩება ბრაზილიელი ბათუმის დინამოში?
თარიღი 29 მაი 2021, 21:34

24 წლის ბრაზილიელი თავდამსხმელი ფლამარიონ ჯოვინო 30 მაისს ბათუმის დინამოს ამხანაგურ მატჩში მიიღებს მონაწილეობას. ეს იქნება პირველი მატჩი ფეხბურთელისთვის ქართული კლუბის მაისურით 2020 წლის აგვისტოს შემდეგ.

Goal.Ge-ს ინფორმაციით, ჯოვინო ფლამარიონი 30 მაისს ანგისას ბაზაზე, ბათუმის დინამოსა და ქობულეთის შუქურას ამხანაგურ მატჩში მიიღებს მონაწილეობას. 

ვოლგოგრადის როტორიდან საიჯარო ხელშეკრულების დამთავრების გამო დაბრუნების შემდეგ, 24 წლის ბრაზილიელის მომავალი გაურკვეველია. GOAL.GE-ს ინფორმაციით, კლუბი ფეხბურთელის აგენტთან ერთად ფლამარიონის შესაძლო ტრანსფერზე მუშაობს, თუმცა თუ უახლოეს პერიოდში მისი ახალი გუნდი ვერ გაირკვა, 2021 წლის სეზონის ბოლომდე ჯოვინო ბათუმის დინამოში დარჩება.

ჯოვინო ფლამარიონი ბათუმის დინამომ 2020 წლის სექტემბერში იჯარით ვოლგოგრადის როტორში გაუშვა, სადაც 19-ჯერ ითამაშა და 4 გოლი გაიტანა, მანამდე კი ბათუმის დინამოს მიმდინარე სეზონში ასეთი შედეგი ჰქონდა - 8 თამაშში 4 გოლი.

24 წლის ფეხბურთელს ბათუმის დინამოსთან მოქმედი კონტრაქტი 2022 წლის ბოლომდე აკავშირებს.

"მითხრა, გპირდებიო!" - რა საუბარი შედგა ოქრიაშვილსა და ანორთოსისის პრეზიდენტს შორის?

ტრანსფერი მალე დაიხურება - საბა ლობჟანიძე ახალ გუნდს მიუახლოვდა