ავტორიზაცია

მერამდენე ტიტული მოიგო ჩელსიმ აბრამოვიჩის ერაში?

მერამდენე ტიტული მოიგო ჩელსიმ აბრამოვიჩის ერაში?
თარიღი 30 მაი 2021, 01:22

ჩემპიონთა ლიგის ფინალში „ჩელსიმ“ „მანჩესტერ სიტის“ 1:0 მოუგო.

ლონდონური კლუბისთვის ეს მე-19 ტიტულია მას შემდეგ, რაც 2003 წელს, გუნდი რუსმა ბიზნესმენმა, რომან აბრამოვიჩმა შეიძინა.

ამ 18-წლიან მონაკვეთში, „პენსიონერებმა“ შემდეგი ტიტულების მოგება შეძლეს:

5 პრემიერ ლიგა, 5 ინგლისის თასი, 3 ინგლისის ლიგის თასი, 2 ჩემპიონთა ლიგა, 2 ინგლისის სუპერთასი და 2 ევროპა ლიგა. 

შეგახსენებთ, რომ „ჩელსი“ არის ერთადერთი ლონდონური გუნდი, რომელსაც ევროპის ყველაზე პრესტიჟული ტურნირი აქვს მოგებული.