ავტორიზაცია

ბარსელონა ატლეტიკოში თავის ერთ-ერთ ლიდერს კიდევ ერთხელ გაუშვებს?

ბარსელონა ატლეტიკოში თავის ერთ-ერთ ლიდერს კიდევ ერთხელ გაუშვებს?
თარიღი 30 მაი 2021, 15:17

„ბარსელონას“ პრეზიდენტი, ჟოან ლაპორტა, გუნდში გლობალურ გადაწყობას აპირებს.

As-ის ინფორმაციით, გუნდი შესაძლოა ჟორდი ალბამ, სერხიო ბუსკეტსმა, სერხი რობეტომ, ანტუან გრიზმანმა, ფილიპ კოუტინიომ და უსმან დემბელემ დატოვონ.

უდიდესი ალბათობით, ალბა მადრიდის „ატლეტიკოში“ გადაბარგდება, ბუსკეტსს კი მიუნხენის „ბაიერნს“ უკავშირებენ. გრიზმანის სავარაუდო დანიშნულებად კი „პსჟ“ სახელდება.

არაა გამორიცხული, კოუტინიო „ლივერპულში“ დაბრუნდეს, დემბელე კი პრემიერ ლიგის რომელიმე გუნდში წავიდეს სათამაშოდ. სერხი რობერტოს მომავალი ყველაზე გაურკვეველია, მაგრამ მის მიმართ ინტერესს ფრანგულ გუნდებს აწერენ.

როგორც ცნობილია, „ბარსელონა“ სერიოზულ ფინანსურ პრობლემებს განიცდის და ამიტომ, რამდენიმე მაღალანაზღაურებად ფეხბურთელთან განშორებას აპირებს. 

გასულ სეზონში, „ბარსელონამ" „ატლეტიკოში" ასევე ერთ-ერთი ლიდერი (როგორიც ალბაა), ლუის სუარესი გაუშვა, რომელმაც მადრიდული გუნდის მიერ ლა ლიგის მოგებაში გადამწყვეტი როლი შეასრულა.