ავტორიზაცია

სანჩოსთვის ბრძოლაში ფავორიტი გამოკვეთილია — რამდენს ითხოვს დორტმუნდი?

სანჩოსთვის ბრძოლაში ფავორიტი გამოკვეთილია — რამდენს ითხოვს დორტმუნდი?
თარიღი 30 მაი 2021, 19:44

"დორტმუნდის" შემტევი ნახევარმცველი, ჯეიდონ სანჩო ძალიან მალე შეიძლება "მანჩესტერ იუნაიტედში" გადავიდეს.

ინგლისური კლუბი 21 წლის ფეხბურთელისთვის ბრძოლაში ფავორიტია, იტყობინება Sky Sports.

გავლენიანი გამოცემის თანახმად, სანჩოს გარემოცვაში განაცხადეს, რომ ტრანსფერის განხორციელებაში დარწმუნებულები არიან.

თუმცა, "იუნაიტედს" "დორტმუნდისთვის" ოფიციალური წინადადებით ჯერ არ მიუმართავს. ბორუსიელები დაახლოებით 90 მილიონ ევროს ითხოვენ.

მოქმედი ხელშეკრულების ვადა სანჩოს "დორტმუნდთან" 2023 წლის ზაფხულში ეწურება. ამ სეზონში ბუნდესლიგაში ჯეიდონმა 24 მატჩი ჩაატარა, 8 გოლი გაიტანა და 9 შედეგიანი პასი გააკეთა.

სანჩო და კიდევ 3 ტოპ-ფეხბურთელი, რომელთა ხილვაც სოლსკიაერს მანჩესტერ იუნაიტედში სურს