ფოტო: როცა კარის ჩარჩოს გარდა ემბლემასაც აცილებ — ტიმო ვერნერს კვლავ დასცინიან

სოციალური ქსელების მომხმარებლები "ჩელსის" თავდამსხმელს, ტიმო ვერნერს დასცინიან.
ჩემპიონთა ლიგის მოგების აღნიშვნისას 25 წლის გერმანელი ცდილობდა გულშემატკივრებისთვის თითით კლუბის ემბლემა ეჩვენებინა, თუმცა ააცილა.
გთავაზობთ მომხმარებელთა დამცინავ კომენტარებს:
- "დიახ, ემბლემასაც ააცილა"
- "ჩელსიმ" ჩემპიონთა ლიგა იქამდე ვერ მოიგო, სანამ ვერნერი არ იყიდა. აი, ეს არის გავლენა!"
- "ემბლემასაც კი ვერ მოარტყა! რა სჭირს ამ ბიჭს?"
- "ვერნერმა ააცილა, როგორც ყოველთვის"
გულშემატკივრები ვერნერს იმის გამო დასცინიან, რომ შეტევაში ხელსაყრელ მომენტებს ხშირად აფუჭებს.
VIDEO: კურტუას დიდებული სეივი! ტიმო ვერნერმა 2 მეტრიდან ვერ გაიტანა