ავტორიზაცია

165 მილიონ ევროდ ნაყიდი ფეხბურთელი უფასოდ — ბარსელონას მოულოდნელი შეთავაზება ლივერპულს

165 მილიონ ევროდ ნაყიდი ფეხბურთელი უფასოდ — ბარსელონას მოულოდნელი შეთავაზება ლივერპულს
თარიღი 30 მაი 2021, 21:49

"ბარსელონამ" "ლივერპულს" ნახევარმცველ ფილიპე კოუტინიოს უფასოდ დაბრუნება შესთავაზა, იტყობინება გავლენიანი ესპანური გამოცემა AS.

როგორც აღინიშნება, კატალონიურ გრანდს მერსისაიდელებისთვის კიდევ 50 მილიონი ევრო აქვს გადასახდელი, მაგრამ შეთანხმების შემთხვევაში ამ თანხის გადახდა საჭირო აღარ იქნება.

შეგახსენებთ, "ბარსელონამ" 28 წლის ბრაზილიელი 2018 წელს "ლივერპულიდან" 165 მილიონად იყიდა.

2020/21 წლების სეზონში კოუტინიომ "ლურჯ-ბროწეულისფერთა" მაისურით ლა ლიგაში 12 მატჩი ჩაატარა, 2 გოლი გაიტანა და 2 შედეგიანი პასი გააკეთა.

ცნობისთვის, მოქმედი ხელშეკრულების ვადა სამხრეთამერიკელ სუპერვარსკვლავს "ბლაუგრანასთან" 2023 წლის 30 ივნისს ეწურება.

ბარსელონადან წასვლა პრაქტიკულად გადაწყვეტილია — სად გადავა კოუტინიო?