ავტორიზაცია

ვეინალდუმი 99%-ით ახალ გუნდშია! — ჰოლანდიელი სამედიცინო შემოწმებას ევრო 2020-მდე გაივლის

ვეინალდუმი 99%-ით ახალ გუნდშია! — ჰოლანდიელი სამედიცინო შემოწმებას ევრო 2020-მდე გაივლის
თარიღი 30 მაი 2021, 22:06

"ლივერპულის" ნახევარმცველი, ჟორჟინიო ვეინალდუმი "ბარსელონაში" სამედიცინო შემოწმებას ევროპის ჩემპიონატის დაწყებამდე გაივლის.

აღნიშნულ ინფორმაციას გავლენიანი იტალიელი ჟურნალისტი, ფაბრიციო რომანო ავრცელებს. 

როგორც იწერება, 30 წლის ჰოლანდიელმა ესპანურ კლუბთან ყველა პირობა შეათანხმა, ოფიციალურად კი ტრანსფერი უახლოეს დღეებში დადასტურდება.

მოქმედი ხელშეკრულების ვადა გამოცდილ ნახევარმცველს მერსისაიდელებთან ამ ზაფხულს ეწურება და "ბარსას" თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდება.

2020/21 წლების სეზონში ვეინალდუმმა "ლივერპულის" მაისურით ყველა ტურნირზე ერთად 51 მატჩი ჩაატარა და 3 გოლი გაიტანა.

რატომ თქვა ბაიერნმა ვეინალდუმის ტრანსფერზე უარი?