ავტორიზაცია

ლაციოში ინძაგი შეიძლება ვულვერჰემპტონის ექს-მწვრთნელმა შეცვალოს

ლაციოში ინძაგი შეიძლება ვულვერჰემპტონის ექს-მწვრთნელმა შეცვალოს
თარიღი 30 მაი 2021, 23:18

"ვულვერჰემპტონის" ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა, ნუნუ ეშპირიტუ სანტუმ შეიძლება "ლაციო" ჩაიბაროს, იტყობინება Calciomercato.

გავრცელებული ინფორმაციით, 47 წლის პორტუგალიელი რომაელთა მთავარი მწვრთნელის პოსტზე დანიშვნის ერთ-ერთი პრეტენდენტია.

სხვა კანდიდატებს შორის ასახელებენ სინიშა მიხაილოვიჩსა და ვინჩენცო მონტელას.

ნუნუ ეშპირიტუ სანტუ "ვულვერჰემპტონს" 2017 წლის ზაფხულიდან წვრთნიდა. 2020/21 წლების სეზონში "მგლებმა" პრემიერ ლიგაში მე-13 ადგილი დაიკავეს. 21 მაისს, სპეციალისტმა კლუბიდან წასვლა დაადასტურა.