ავტორიზაცია

აიაქსი ტოტენჰემის თავდამსხმელით ინტერესდება

აიაქსი ტოტენჰემის თავდამსხმელით ინტერესდება
თარიღი 30 მაი 2021, 23:21

"აიაქსი" "ტოტენჰემის" თავდამსხმელ სტევენ ბერგვაინით ინტერესდება, იუწყება De Telegraaf.

გავრცელებული ინფორმაციით, 23 წლის ჰოლანდიელს ლონდონში ადაპტაციასთან დაკავშირებული პრობლემები აქვს, რის გამოც შეიძლება სამშობლოში დაბრუნდეს.

როგორც აღინიშნება, "აიაქსი" მზად არის "დეზების" ფეხბურთელში დაახლოებით 15 მილიონი ევრო გადაიხადოს.

2020/21 წლების სეზონში ბერგვაინმა "ტოტენჰემის" რიგებში 35 მატჩი ჩაატარა, 1 გოლი გაიტანა და 7 შედეგიანი პასი გააკეთა.