ავტორიზაცია

დიბალას იუვენტუსთან კონტრაქტის გახანგრძლივება და კაპიტნობა სურს

დიბალას იუვენტუსთან კონტრაქტის გახანგრძლივება და კაპიტნობა სურს
თარიღი 30 მაი 2021, 23:23

"იუვენტუსის" თავდამსხმელს, პაულო დიბალას კლუბთან კონტრაქტის გახანგრძლივება უნდა, იუწყება ჟურნალისტი, ნიკოლო სკირა.

გავრცელებული ინფორმაციით, 27 წლის არგენტინელს სურს გუნდის ახალი კაპიტანი გახდეს. მასიმილიანო ალეგრის დაბრუნების შემდეგ, ფეხბურთელი მზად არის კლუბთან ახალ ხელშეკრულებაზე მოლაპარაკებები გამართოს.

2020/21 წლების სეზონში დიბალამ "იუვეს" რიგებში 26 მატჩი ჩაატარა, 5 გოლი გაიტანა და 3 შედეგიანი გადაცემა გააკეთა.

მოქმედი ხელშეკრულების ვადა არგენტინელს "ბებერ ქალბატონთან" 2022 წლის ივნისის ბოლოს ეწურება.