ავტორიზაცია

ატლეტიკომ უდინეზეს ნახევარმცველის ტრანსფერზე მუშაობა დაიწყო

ატლეტიკომ უდინეზეს ნახევარმცველის ტრანსფერზე მუშაობა დაიწყო
თარიღი 30 მაი 2021, 23:28

"ატლეტიკო" "უდინეზეს" ნახევარმცველის, როდრიგო დე პაულის მიწვევითაა დაინტერესებული.

ესპანურმა კლუბმა 27 წლის არგენტინელის სანაცვლოდ იტალიურ კლუბს 20 მილიონი ევრო შესთავაზა, იუწყება Football Italia.

თუმცა, "უდინეზე" გუნდის კაპიტნის სანაცვლოდ დაახლოებით 40 მილიონს ითხოვს.

დე პაულმა გასულ სეზონში სერია ა-ში თავისი გუნდის მხოლოდ ორი მატჩი გამოტოვა, ხოლო ყველა ტურნირზე ერთად საერთო ჯამში 9 გოლი გაიტანა და 11 ასისტი გააკეთა.