ავტორიზაცია

ვან დე ბეკი საკუთარ მომავალზე გადაწყვეტილებას ევრო 2020-ის შემდეგ მიიღებს

ვან დე ბეკი საკუთარ მომავალზე გადაწყვეტილებას ევრო 2020-ის შემდეგ მიიღებს
თარიღი 30 მაი 2021, 23:31

"მანჩესტერ იუნაიტედის" ნახევარმცველი, დონი ვან დე ბეკი გუნდიდან წასვლის ვარიანტს განიხილავს.

როგორც ჟურნალისტი, ნიკოლო სკირა იუწყება, ჰოლანდიელი საკუთარ მომავალზე გადაწყვეტილებას ევროპის ჩემპიონატის დასრულების შემდეგ მიიღებს.

24 წლის ნახევარმცველი "ემიუში" გასული სეზონის დაწყების წინ გადავიდა. მოქმედი კონტრაქტის ვადა მას კლუბთან 2025 წლის ზაფხულში ეწურება.

ვან დე ბეკმა "ეშმაკუნების" სასტარტო შემადგენლობაში ადგილის დამკვიდრება ვერ მოახერხა, პრემიერ ლიგაში მან 19 მატჩი ჩაატარა (საერთო ჯამში 511 წუთი).