ავტორიზაცია

პეტერ ბოში ლიონის გაწვრთნას დათანხმდა

პეტერ ბოში ლიონის გაწვრთნას დათანხმდა
თარიღი 30 მაი 2021, 23:33

"ლიონი" ახალი მთავარი მწვრთნელის ძიებას აგრძელებს.

როგორც RMC Sports იტყობინება, პეტერ ბოშმა გუნდის ჩაბარების თაობაზე პრინციპული თანხმობა განაცხადა.

2020/21 წლების სეზონში "ლიონმა" საფრანგეთის ჩემპიონატში მე-4 ადგილი დაიკავა და მომდევნო სეზონში ევროპა ლიგაზე ითამაშებს.

ბოში მარტში "ლევერკუზენის" თავკაცის პოსტიდან დაითხოვეს. გათავისუფლების მიზეზი გუნდის წარუმატებელი შედეგები გახლავთ.