დონარუმასთვის ბრძოლაში ფავორიტი ბარსელონაა

"ბარსელონა" იტალიის ნაკრების გოლკიპერის, ჯანლუიჯი დონარუმას დამატების ვარიანტს განიხილავს.
კატალონიელები 22 წლის ფეხბურთელისთვის ბრძოლაში "იუვენტუსსა" და "პსჟ"-ს სჯობნიან, წერს ჟურნალისტი, ჯანლუკა დი მარციო.
26 მაისს, "როსონერის" დირექტორმა, პაოლო მალდინიმ დაადასტურა, რომ სეზონის დასრულების შემდეგ დონარუმა თავისუფალი აგენტის სტატუსით წავა.
2020/21 წლების სეზონში ჯანლუიჯიმ "მილანის" მაისურით 48 მატჩი ჩაატარა და 54 გოლი გაუშვა.