ავტორიზაცია

ლაციომ სარისთან მოლაპარაკებები დაიწყო

ლაციომ სარისთან მოლაპარაკებები დაიწყო
თარიღი 30 მაი 2021, 23:41

"ლაციო" სიმონე ინძაგის "ინტერში" წასვლის შემდეგ ახალი მწვრთნელის ძიებაშია.

რომაული კლუბი ლუკა გოტით ("უდინეზე") და ვინცენჩო იტალიანოთ ("სპეცია") ინტერესდება.

აგრეთვე, "არწივებმა" "იუვენტუსისა" და "ჩელსის" ექს-თავკაც მაურისიო სარისთან გამართა მოლაპარაკებები, იუწყება ჯანლუკა დი მარციო.

როგორც აღინიშნება, ძალიან მალე, რომაელები თავად სპეციალისტს შეხვდებიან.

ამ დროისთვის, 62 წლის იტალიელი უმუშევარია. ბოლოს იგი "იუვენტუსს" ედგა სათავეში, საიდანაც 2020 წლის აგვისტოში წავიდა.