ავტორიზაცია

ლესტერი რომას ნახევარმცველს არ შეისყიდის

ლესტერი რომას ნახევარმცველს არ შეისყიდის
თარიღი 30 მაი 2021, 23:43

"ლესტერმა" "რომას" ნახევარმცველ ჩენგიზ უნდერის კონტრაქტის შესყიდვა იუარა.

ასე და ამგვარად, 23 წლის თუქი რომაულ კლუბში დაბრუნდება, სადაც მის მომავალზე გადაწყვეტილებას ახალი მთავარი მწვრთნელი, ჟოზე მოურინიო მიიღებს, წერს ჟურნალისტი, ნიკოლო სკირა.

"მელიებს" ფეხბურთელის შესყიდვა 23 მილიონ ევროდ შეეძლოთ.

უნდერი "ლესტერში" იჯარით ირიცხებოდა. პრემიერ ლიგაში მან მხოლოდ 9 მატჩი ჩაატარა.