ავტორიზაცია

ბეშიქთაში დიეგო კოშტათი ინტერესდება

ბეშიქთაში დიეგო კოშტათი ინტერესდება
თარიღი 30 მაი 2021, 23:48

ესპანელი თავდამსხმელი, დიეგო კოშტა შეიძლება "ბეშიქთაშში" ვიხილოთ, იუწყება ჟურნალისტი, ნიკოლო სკირა.

გავრცელებული ცნობით, თურქული კლუბი 32 წლის ესპანელს დაუკავშირდა, რომელიც 2021 წლის იანვრიდან თავისუფალი აგენტია.

აგრეთვე, "ბეშიქთაში" ალექსანდრ სორლოტით ("ლაიფციგი"), ალექსანდრ მიტროვიჩით ("ფულემი") და კარლოს ბაკათი ("ვილიარეალი") ინტერესდება.

გასული სეზონის პირველი ნახევარი კოშტამ "ატლეტიკოში" გაატარა, რომლის რიგებშიც 7 მატჩი ჩაატარა და ორი გოლი გაიტანა.