ავტორიზაცია

ჯერომ ბოატენგს სერია ა-დან მსურველი ჰყავს

ჯერომ ბოატენგს სერია ა-დან მსურველი ჰყავს
თარიღი 30 მაი 2021, 23:50

"ლაციო" მცველ ჯერომ ბოატენგით ინტერესდება, იტყობინება Calciomercato.

გავრცელებული ინფორმაციით, რომაელები 32 წლის გერმანელთან აწარმოებენ მოლაპარაკებებს, რომელიც "ბაიერნს" თავისუფალი აგენტის სტატუსით ტოვებს.

როგორც აღინიშნება, მოლაპარაკებები დასკვნით სტადიაზეა და კონტრაქტის გაფორმების ალბათობა საკმაოდ მაღალია.

ბოატენგი "რეკორდმაისტერში" 2011 წლის ზაფხულიდან ირიცხებოდა. 2020/21 წლების სეზონში მან მიუნხენელთა რიგებში 39 მატჩი ჩაატარა, 2 გოლი გაიტანა და 1 ასისტი გააკეთა.