ავტორიზაცია

არსენალმა რომას ჯაკას ფასი შეუთვალა

არსენალმა რომას ჯაკას ფასი შეუთვალა
თარიღი 31 მაი 2021, 12:00

ცნობილი გახდა თანხა, რომელსაც "არსენალი" ნახევარმცველ გრანიტ ჯაკას სანაცვლოდ ითხოვს, წერს Gazzetta dello Sport.

გავრცელებული ინფორმაციით, "მეთოფეებს" 28 წლის შვეიცარიელში 20 მილიონი ევროს მიღება სურს.

როგორც აღინიშნება, ფეხბურთელით დაინტერესებული "რომა" 13 მილიონს იხდიდა, მაგრამ ლონდონელებმა ეს წინადადება იუარეს.

2020/21 წლების სეზონში ჯაკამ "არსენალის" რიგებში 45 მატჩი ჩაატარა, 1 გოლი გაიტანა და 2 შედეგიანი პასი გააკეთა.