ავტორიზაცია

რომაში მხითარიანის მომავალი უახლოეს 48 საათში გაირკვევა

რომაში მხითარიანის მომავალი უახლოეს 48 საათში გაირკვევა
თარიღი 31 მაი 2021, 12:06

"რომა" ნახევარმცველ გენრიხ მხითარიანს ახალ კონტრაქტს სთავაზობს, იტყობინება ჟურნალისტი, ნიკოლო სკირა.

გავრცელებული ინფორმაციით, რომაელები 32 წლის სომეხს თანამშრომლობის 2023 წლამდე გაგრძელებას და წლიურად 4,5 მილიონ ევროიან ხელფასს ჰპირდებიან.

როგორც აღინიშნება, ფეხბურთელმა კლუბს პასუხი უახლოესი 48 საათის განმავლობაში უნდა აცნობოს.

2020/21 წლების სეზონში მხითარიანმა "რომას" რიგებში 46 მატჩი ჩაატარა, 15 გოლი გაიტანა და 13 შედეგიანი პასი გააკეთა. მოქმედი კონტრაქტის ვადა მას 2021 წლის ივნისის ბოლოს ეწურება.