ტოტენჰემი გაბრიელ ჟეზუსით ინტერესდება
"ტოტენჰემი" "მანჩესტერ სიტის" ფორვარდ გაბრიელ ჟეზუსით ინტერესდება, იუწყება Daily Star.
გავრცელებული ინფორმაციით, "სიტი" ბრაზილიელს დაახლოებით 82 მილიონ ევროდ გაუშვებს.
"ქალაქელები" მზად არიან თავიანთი თავდამსხმელი "დეზებს" ჰარი კეინში გაუცვალონ.
ჟეზუსს "მანჩესტერ სიტისთან" მოქმედი კონტრაქტის ვადა 2023 წელს ეწურება.
გასულ სეზონში 24 წლის შემტევმა 43 მატჩი ჩაატარა, 14 გოლი გაიტანა და 4 ასისტიც მიითვალა.