ავტორიზაცია

სპალეტის ნაპოლიში ლობოტკას შენარჩუნება უნდა

სპალეტის ნაპოლიში ლობოტკას შენარჩუნება უნდა
თარიღი 31 მაი 2021, 12:35

"ნაპოლის" ახალ მთავარ მწვრთნელს, ლუჩანო სპალეტის ნახევარმცველი, სტანისლავ ლობოტკა სჭირდება, წერს Corriere del Mezzogiorno.

გავრცელებული ინფორმაციით, კლუბი ზაფხულში 26 წლის სლოვაკის გაყიდვას გეგმავდა.

მიუხედავად ამისა, ნეაპოლელთა ახალი მწვრთნელი ფიქრობს, რომ ლობოტკას გუნდის დახმარება შეუძლია და მისი გაშვების წინააღმდეგია.

ლობოტკამ გასულ სეზონში ყველა ტურნირზე ერთად "ნაპოლის" რიგებში 23 მატჩი ჩაატარა.