ავტორიზაცია

სარი და ლაციო ხელფასზე ვერ თანხმდებიან

სარი და ლაციო ხელფასზე ვერ თანხმდებიან
თარიღი 31 მაი 2021, 12:43

"ლაციო" მაურისიო სარისთან მოლაპარაკებებს აწარმოებს, მაგრამ გამოცდილ სპეციალისტს ხელფასის გამო ჯერ ვერ უთანხმდება, წერს ჟურნალისტი, ნიკოლო სკირა.

რომაელები მწვრთნელს წლიურად 2,5 მილიონ ევროს სთავაზობენ. თავის მხრივ, სარი 4 მილიონს ითხოვს, ამიტომაც მხარეები საერთო ენას ვერ ნახულობენ.

სარი 2020 წლის აგვისტოდან უმუშევარია. მას "იუვენტუსთან" ჯერ კიდევ აკავშირებს ერთწლიანი მოქმედი კონტრაქტი, მაგრამ უახლოეს პერიოდში ამ ხელშეკრულების გაწყვეტა იგეგმება.

გასულ სეზონში "ლაციომ" სერია ა-ს სატურნირო ცხრილში 68 ქულით მე-6 ადგილი დაიკავა.