ავტორიზაცია

მანჩესტერ იუნაიტედი და არსენალი სევილიას მცველით ინტერესდებიან

მანჩესტერ იუნაიტედი და არსენალი სევილიას მცველით ინტერესდებიან
თარიღი 31 მაი 2021, 12:45

"სევილიას" მცველმა, ჟიულ კუნდემ კარიერა შეიძლება ინგლისში გააგრძელოს, წერს ჟურნალისტი, ნიკოლო სკირა.

გავრცელებული ინფორმაციით, 22 წლის ფრანგისთვის "მანჩესტერ იუნაიტედი" და "არსენალი" იბრძვიან.

თავად ფეხბურთელმა განაცხადა, რომ დიდ გუნდში თამაში სურს.

გასულ სეზონში კუნდემ 49 მატჩი ჩაატარა, 4 გოლი გაიტანა და ერთი შედეგიანი პასი გააკეთა.