ავტორიზაცია

ნაპოლის მცველით 3 ევროპული კლუბი ინტერესდება

ნაპოლის მცველით 3 ევროპული კლუბი ინტერესდება
თარიღი 31 მაი 2021, 12:48

"ნაპოლის" მცველი, ელსეიდ ჰიუსაი კარიერას სხვა კლუბში გააგრძელებს, წერს ჟურნალისტი, ნიკოლო სკირა.

გავრცელებული ინფორმაციით, 27 წლის ალბანელით "ლაციო", "ფიორენტინა" და "ბეტისი" ინტერესდებიან.

აქამდე ცნობილი გახდა, რომ ფეხბურთელი ნეაპოლელთა რიგებს თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვებს.

გასულ სეზონში ჰიუსაიმ "ნაპოლის" მასიურით 29 მატჩი ჩაატარა და ორი შედეგიანი პასი გააკეთა.