ავტორიზაცია

ჰოლანდი: "მომავალზე არ ვფიქრობ - მთავარია, რომ ბორუსია ლიგაზე გავიდა"

ჰოლანდი: "მომავალზე არ ვფიქრობ - მთავარია, რომ ბორუსია ლიგაზე გავიდა"
თარიღი 31 მაი 2021, 16:30

დორტმუნდის „ბორუსიას“ თავდამსხმელმა, ერლინგ ჰოლანდმა, საკუთარ მომავალზე ისაუბრა.

„ბორუსიასთან კონტრაქტი მაქვს. ჩემთვის მთავარია, რომ კლუბი ჩემპიონთა ლიგაზე გავიდა. მე ამ ტურნირზე მსურს მონაწილეობა.

ახლა ჩემს მომავალზე არ ვფიქრობ. საერთაშორისო პაუზის შემდეგ შვებულებაში გავალ, შემდეგ კი სეზონის სტარტისთვის დავიწყებ მზადებას.“ - აღნიშნა ჰოლანდმა.

ერლინგი „ბორუსიაში“ „ზალცბურგიდან“, 2020 წელს გადავიდა. მისი კონტრაქტი 2024 წლის 30 ივნისამდეა გათვლილი.

2020/21-სეზონში ნორვეგიელმა 39 მატჩში 39 გოლი და 11 ასისტი მიითვალა.

ჰოლანდის შეძენისთვის სხვადასხვა ევროპული გრანდები იბრძვიან - სეზონის მიმდინარეობისას, ფეხბურთელის მამა და აგენტი სხვადასხვა კლუბებს შეხვდნენ და მათი პროექტები მოისმინეს.