ავტორიზაცია

სიტი მზადაა, გრილიშის და კეინის ტრანსფერებს სამი ტოპ-ფეხბურთელი შესწიროს

სიტი მზადაა, გრილიშის და კეინის ტრანსფერებს სამი ტოპ-ფეხბურთელი შესწიროს
თარიღი 31 May 2021, 17:57

„მანჩესტერ სიტი“ „ტოტენჰემისა“ და „ასტონ ვილას“ ლიდერების შეძენისთვის ემზადება.

ბრიტანული პრესის ინფორმაციით, პეპ გვარდიოლასთვის მოახლოვებული სატრანსფერო ფანჯრის დროს, პრიორიტეტული ჰარი კეინის და ჯეგ გრილიშის ტრანსფერები იქნება.

თუმცა, ორი ასეთი ხმაურიანი შენაძენის განსახორციელებლად, „ქალაქელებს“ ფეხბურთელების გაყიდვაც მოუწევთ და სწორედ ამით დაკავებას აპირებს გუნდი უახლოეს პერიოდში.

თუ გავრცელებულ საუბრებს დავუჯერებთ, „სიტი“ მზადაა კარისკენ სამ ფეხბურთელს მიუთითოს - რაჰიმ სტერლინგს, გაბრიელ ჟესუსს და აიმერიკ ლაპორტას. შემოსულ თანხას კი გუნდი გრილიშისა და კეინის ტრანსფერებს მოახმარს.

შეგახსენებთ, რომ დასრულებულ სეზონში „მანჩესტერ სიტიმ" ინგლისის ჩემპიონატი და ლიგის თასი მოიგო. ასევე, ისტორიაში პირველად გავიდა ჩემპიონთა ლიგის ფინალში, თუმცა იქ თომას ტუხელის „ჩელსისთან" 0:1 დამარცხდა.