"გაუმართლა, რომ მხოლოდ ყვითელი უჩვენეს", - ბელგიის ნაკრების მწვრთნელმა ივარაუდა, რომ რუდიგერმა დე ბრუინი შეგნებულად დაამტვრია
ბელგიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, რობერტო მარტინესმა, კევინ დე ბრუინის მიერ ჩემპიონთა ლიგის ფინალში მიღებულ ტრავმაზე ისაუბრა.
რუდიგერთან შეტაკების შედეგად, დე ბრუინმა ცხვირის და სახის ძვალი მოიტეხა და დიდი შანსია, ბელგიის ნაკრებს ევროპის ჩემპიონატზე ვერ დაეხმაროს. ყოველ შემთხვევაში, საწყის მატჩებში მაინც.
„რუდიგერს გაუმართლა, რომ მხოლოდ ყვითელი ბარათი უჩვენეს. ეჭვსაც არ იწვევს ის, რომ მან დე ბრუინს მხარი შეგნებულად დაუტოვა.
დე ბრუინი მინდორზე ტყუილად არ დაეცემა. დარტყმის სძლიერის შედეგი მის სახეზეც აღიბეჭდა. ვნახოთ, მოასწრებს თუ არა ის მომჯობინებას.“ - აღნიშნა მწვრთნელმა.
ევროპის ჩემპიონატზე თავის პირველ მატჩს ბელგიელები 12 ივნისს, რუსეთის ნაკრების წინააღმდეგ ჩაატარებს.
დე ბრუინისა და რუდიგერის შეტაკების ვიდეო: