ავტორიზაცია

ვილიარეალის უპირობო ლიდერით სამი ევროპული კლუბი ინტერესდება

ვილიარეალის უპირობო ლიდერით სამი ევროპული კლუბი ინტერესდება
თარიღი 31 მაი 2021, 18:42

„ვილიარეალის“ თავდამსხმელმა, ხერარდ მორენომ, კლუბი შესაძლოა უკვე ამ ზაფხულს შეიცვალოს.

იტალიური პრესის ინფორმაციით, ფეხბურთელით ერთბაშად სამი ევროპული გუნდი ინტერესდება.

პირველ რიგში სახელდება „რომა“, რომელსაც მომდევნო სეზონში სათავეში ჟოზე მოურინიო ედგება. გარდა ამისა, იწერება „ვესტ ჰემის“ და „ნიუკასლის“ ინტერესზეც.

Transfermarkt 29 წლის მორენოს 35 მილიონ ევროდ აფასებს. დასრულებულ სეზონში ესპანელმა „ვილიარეალთან“ ერთად ევროპა ლიგა მოიგო - გადამწყვეტ მატჩში „მანჩესტერ იუნაიტედის“ კარში გოლი სწორედ მან გაიტანა, საბოლოოდ გუნდმა კი გამარჯვება პენალტების სერიაში მოიპოვა.