ავტორიზაცია

ჰოლანდიის ნაკრების მწვრთნელის გამო, ვეინალდუმის ბარსელონაში ტრანსფერი ჭიანურდება

ჰოლანდიის ნაკრების მწვრთნელის გამო, ვეინალდუმის ბარსელონაში ტრანსფერი ჭიანურდება
თარიღი 31 მაი 2021, 20:30

"ლივერპულის" ნახევარმცველის, ჟორჟინიო ვეინალდუმის "ბარსელონაში" ტრანსფერი ჭიანურდება, წერს Voetbal International.

ჰოლანდიური გამოცემის თანახმად, ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ფრანკ დე ბურმა კატალონიურ გრანდს უფლება არ მისცა 30 წლის ჰავბეკს ეროვნული გუნდის განკარგულებაში ყოფნისას გაევლო სამედიცინო შემოწმება.

აქამდე ცნობილი გახდა, რომ ვეინალდუმმა და "ბარსელონამ" უკვე ყველა დეტალი შეათანხმეს.

2020/21 წლების სეზონში ჰოლანდიელმა "ლივერპულის" მაისურით ყველა ტურნირზე ერთად 51 მატჩი ჩაატარა და სამი გოლი გაიტანა.

ვეინალდუმი "ლურჯ-ბროწეულისფრებს" თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდება, რადგან მერსისაიდელებთან მოქმედი ხელშეკრულების ვადა ამ ზაფხულს ეწურება.

ვეინალდუმი 99%-ით ახალ გუნდშია! — ჰოლანდიელი სამედიცინო შემოწმებას ევრო 2020-მდე გაივლის