ავტორიზაცია

ევრო 2020 არნოლდის გარეშე?! — 4 მარჯვენა მცველი, რომელსაც საუდგეიტი ტრენტს ამჯობინებს

ევრო 2020 არნოლდის გარეშე?! — 4 მარჯვენა მცველი, რომელსაც საუდგეიტი ტრენტს ამჯობინებს
თარიღი 31 მაი 2021, 22:11

"ლივერპულის" მცველი, ტრენტ ალექსანდერ-არნოლდი ინგლისის ნაკრებს ევროპის ჩემპიონატზე არ გაჰყვება, იტყობინება ESPN.

ავტორიტეტული გამოცემის თანახმად, ფეხბურთელი ეროვნული გუნდის შემადგენლობიდან ამოაგდეს და ტურნირზე მონაწილეობას არ მიღებს.

რის ჯეიმსი ("ჩელსი") და კაილ უოლკერი ("მანჩესტერ სიტი") ჩემპიონთა ლიგის ფინალის შემდეგ სამედიცინო შემოწმებას გაივლიან. თუ მათ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული არანაირი პრობლემა არ ექნებათ, მაშინ ტრენტი ინგლისის ნაკრების განაცხადში ვერ მოხვდება. აგრეთვე, ვარაუდობენ, რომ შემადგენლობაში იქნება "ატლეტიკოს" მცველი, კირან ტრიპიერი.

მოგეხსენებათ, 22 წლის არნოლდი ევრო 2020-ისთვის ინგლისის ნაკრების გაფართოებულ 33-კაციან შემადგენლობაში მოხვდა, საბოლოო განაცხადში კი 26 ფეხბურთელი იქნება.

იბრა, ტერ შტეგენი და სხვები - ცნობილი ტოპ-ფეხბურთელები, რომლებსაც ევროპის ჩემპიონატზე ვერ ვიხილავთ