ავტორიზაცია

ტოტენჰემმა კლუბში შეიძლება კონტე და პარატიჩი მიიწვიოს

ტოტენჰემმა კლუბში შეიძლება კონტე და პარატიჩი მიიწვიოს
თარიღი 31 May 2021, 22:55

"ინტერის" ყოფილი მთავარი მწვრთნელი, ანტონიო კონტე შეიძლება "ტოტენჰემს" ჩაუდგეს სათავეში.

აღნიშნულ ინფორმაციას გამოცემა Sport Italia ავრცელებს.

როგორც იწერება, აგრეთვე, ლონდონელები სპორტული დირექტორის პოსტზე ფაბიო პარატიჩის მიწვევას გეგმავს, რომელიც ამ თანამდებობას "იუვენტუსში" იკავებდა.

კონტემ 26 მაისს დატოვა "ნერაძურის" თავკაცის პოსტი. მილანელებს იგი 2019 წლიდან ედგა სათავეში და მათთან ერთად იტალიის ჩემპიონი გახდა.