ნაპოლიმ ევროპულ გრანდებს ფაბიან რუისის ფასი შეუთვალა
"ნაპოლის" ნახევარმცველმა, ფაბიან რუისმა კარიერა შეიძლება სხვა კლუბში გააგრძელოს, იუწყება ჟურნალისტი, ნიკოლო სკირა.
გავრცელებული ინფორმაციით, 25 წლის ესპანელისთვის "პსჟ", "რეალი" და "ბარსელონა" იბრძვიან.
როგორც აღინიშნება, ნეაპოლელები ფეხბურთელის სანაცვლოდ არანაკლებ 50 მილიონი ევროს მიღებას გეგმავენ.
გასულ სეზონში ფაბიან რუისმა "ნაპოლის" მაისურით ყველა ტურნირზე ერთად 42 მატჩი ჩაატარა, 4 გოლი გაიტანა და 1 შედეგიანი პასი გააკეთა. მოქმედი კონტრაქტის ვადა მას 2023 წლის ზაფხულში ეწურება.